ქართველი მებრძოლები გიგა ჭიკაძე და მერაბ დვალიშვილი უ-ეფ-სიში მორიგი ბრძოლისთვის ემზადებიან. მათი მეტოქეები უკვე ცნობილია და ორივე მათგანი საკუთარ ბრძოლას 2 მაისს ჩაატარებს.
ჭიკაძე ამერიკელ ქაბ სვანსონს დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე 27 ორთაბრძოლიდან 16 მოგება და 11 მარცხი აქვს. ხოლო თავად ქართველ სპორტსმენს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში 5 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, 30 წლის სპორტსმენი ასევე დაუმარცხებელია, მისი მეტოქე კი კოდი სტამანი იქნება.
ამ წყვილის დაპირისპირება თავდაპირველად დეკემბერში, შემდეგ კი თებერვალში უნდა გამართულიყო თუმცა ორივეჯერ გადაიდო. დვალიშვილისა და სტამანის ორთაბრძოლა თბილისის დროით დილის 7-ის ნახევარზე დაიწყება. ხოლო ჭიკაძე ამავე დღეს დილის 8 საათზე იჩხუბებს.