ფეხბურთი

20:11 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "ტორპედო" დაამარცხა და ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტური ქართული დერბით დასრულდა, რომელშიც „დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

იმერლებმა პრინციპულ მეტოქეს დიდი წინააღმეგობა გაუწიეს და უფრო მეტად რომ გამართლებოდათ, შეიძლება ქულაც მოეპოვებინათ. თუმცა, გიორგი ნემსაძის გუნდი უპირატესობას ფლობდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

65-ე წუთზე ლუკა გაგნიძის დიდებული პასით თორნიკე მორჩილაძემ დალაშქრა დინო ჰამზიჩის კარი. სხვათა შორის, მორჩილაძემ „დინამოში“ სადებიუტო გოლი გაიტანა.

„დინამო თბილისმა“ ამ გამარჯვებით 25 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციაზე დარჩა, „ტორპედო“ კი ისევ მოუგებელია და 6 ქულით ბოლო ადგილზეა.

„დინამო თბილისი“ – „ტორპედო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მორჩილაძე (65)

0.115631