„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, ჟურნალისტებს იმ 10 ფეხბურთელის ვინაობა გაანდო, რომელთა ყიდვაც უნდოდა. ლუი „მანჩესტერში“ 2014-16 წლებში მუშაობდა.
„რობერტ ლევანდოვსკის შეძენა მინდოდა, მაგრამ მაშინ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ისევე, როგორც გონსალო იგუაინისა. ხელმძღვანდელობას ნეიმარის შესახებაც ვესაუბრებოდი.
როცა „მანჩესტერში“ მუშაობ, დიდ მიზნებს ისახავ და ფეხბურთელებიც შესაბამისი უნდა გყავდეს. სწრაფი გარემარბები მინდოდა: სადიო მანე და რიად მაჰრეზი.
ტომას მიულერიც იყო ჩემს სიაში. ნახევარდაცვის ცენტრში ნგოლო კანტეს ხილვა მსურდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ჯეიმს მილნერიც იყო ჩვენს თვალთახედვაში. ასაკის მიუხედავად, ის უნივერსალია და ლიდერის თვისებებითაც გამოირჩევა.
დაცვაში სერხიო რამოსისა და მატს ჰუმელსის შეწყვილებას ვფიქრობდი.
ესენი ჩემი მთავარი სამიზნეები იყვნენ, მაგრამ ვერცერთი გადავიბირეთ. როგორც მწვრთნელი, სამწუხაროდ არ ვიყავი მოლაპარაკებებში ჩართული. საწყენია, კარგი გუნდი გამოვიდოდა.“ - ციტირებს ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს FourFourTwo.