„ლაიფციგმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა, რომ ახალი სეზონიდან გუნდს ამჟამად „ზალცბურგის“ თავკაცი, ჯესი მარში ჩაიბარებს.
ამერიკელი სპეციალისტი „ხარებს“ 2023 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.
შეგახსენებთ, რომ ლაიფციგელთა ახლანდელი დამრიგებელი, იულიან ნაგელსმანი, ახალი სეზონიდან მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს მუშაობას.
მარში „ზალცბურგს“ 2019 წლიდან წვრთნის. მანამდე ის „ნიუ იორკ რედ ბულზს“ და „,მონრეალ იმპაკტს“ თავკაცობდა, ასევე შედიოდა აშშ-ის ნაკრების მწვრთნელთა საბჭოში.