ფეხბურთი

11:24 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„პორტუს“ მწვრთნელი 21 დღით დასაჯეს

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო საბჭომ „პორტუს“ მთავარი მწვრთნელი, სერჟიუ კონსეისაუ, არბიტრის შეურაცხყოფისთვის 21 დღით დასაჯა - გვამცნობს A Bola.

ინციდენტი ქვეყნის ჩემპიონატის 29-ე ტურის „მორეირენსესთან“ (1:1) მატჩის შემდეგ მოხდა. კონსეისაუმ მსაჯს შემდეგი სიტყვები სახალხოდ უთხრა: „შენ სუსტი და ცუდი ადამიანი ხარ. ორი ჩემპიონობა წაგვართვი. ქურდო!“

დისკვალიფიკაციის გარდა, მწვრთნელს 10 ათასევროიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს.

პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატში, 30 ტურის შემდეგ, „პორტუ“ 65 ქულით მეორე ადგილზეა და ექვსი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „სპორტინგს.“

0.117323