ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, „პარი სენ - ჟერმენმა“ შინ „მანჩესტერ სიტისთან“ 1:2 წააგო. პარიზელთაგან ერთადერთი გოლი მარკინიოსმა გაიტანა.
როგორც პორტალი Opta გვამცნობს, მარკინიოსი ტურნირის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში შეძლო მეოთხედფინალებსა და ნახევარფინალებში გატანა.
მანამდე ასეთი რამ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა და ანტუან გრიზმანს მოეხერხებინათ.