ფეხბურთი

1:48 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია რუმინეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა

გიორგი ჭანტურიამ რუმინულ “კლუჟში” დაბრუნების შემდეგ, პირველი მატჩი ჩაატარა. 21 წლის ქართველი ლეგიონერი “ტარგუ მურეშთან” გასვლით შეხვედრაში პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე ჩაერთო, თუმცა, გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

იმ დროისთვის, კლუჟელები უკვე აგებდნენ, მე-2 ტაიმში კი ერთხელაც გაუშვეს და მიმდინარე სეზონში მე-2 მარცხი განიცადეს – 0:2. ამგვარად, ჭანტურიას კლუბს 10 ტურის თავზე 22 ქულა შერჩა და ლიდერ ბუქარესტის “სტიაუას” კვლავაც 3 ქულით ჩამორჩება.

“კლუჟს” რუმინეთის ჩემპიონატის მომდევნო მატჩი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 18 ოქტომბერს ელის, როდესაც ბუქარესტის კიდევ ერთ კლუბ “დინამოს” უმასპინძლებს.

0.113219