ფეხბურთი

22:39 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინს ტიტულების მოგება სურს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა განაცხადა, რომ ინდივიდუალური ტიტულების გარდა ისურვებდა საკლუბო ტურნირები მოეგო. აღნიშნული კომენტარი ინგლისელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც "სპურსმა" კარაბაოს თასის ფინალი მესამედ წააგო "მანჩესტერ სიტისთან".

"მინდა მოვიგო ის ტიტულები, რომელ ტურნირებზეც ვასპარეზობთ, თუმცა კარგად ვერ ვასრულებთ საქმეს. ინდივიდუალური ტიტულები კარგია და ეს ფანტასტიკური შედეგია, თუმცა როდესაც ბოლოს კარიერას გადავხედავ, ინდივიდუალური მიღწევები დავიწყებას მიეცემა და ახლანდელი ჩემი მიზანია საკლუბო დონეზე ტიტულები მოვიგო. ეს მწარე სიმართლეა და ვისურვებდი საკლუბო დონეზე მომეგო რამე." - ციტირებს Sky Sports-ი კეინის სიტყვებს.

ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. 27 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგაში მეშვიდე სეზონია ასპარეზობს, თუმცა ჯერჯერობით მის გუნდს არც ინგლისის ჩემპიონატში და არც სხვა ტურნირებზე აქვს რამე მოგებული. მიმდინარე სეზონში ჰარიმ 44 მატჩში 31 გოლი გაიტანა.

0.139927