საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. 2016 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 65 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ლიცენზია მოპოვებული არ აქვს და 6-9 მაისს სოფიაში სალიცენზიო ტურნირი გაიმართება, თუმცა ხინჩეგაშვილი მასში კორონავირუსის გამო ვერ იჭიდავებს. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის 30 წლის სპორტსმენს.
შეგახსენებთ, რომ ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის, მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მფლობელია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რომ ვერ გავიდა რა თქმა უნდა ცუდია, მარა ამ წონაში არა მგონია ლადოს რამე შედეგი დაედო ოლიმპიადაზე.
ეეჰ ხალხს რა ყველაფერი ბრმად სჯერა რომ არ ვიცოდე რახდება მეც კი დავიჯერებდი ამ ნიუსს ))
დიდი ალბათობით ეგრეა
ჩემ მამაოს გეფიცებით... (KORBEN) გორის მერობაზე იყრის კენჭს ქართული ოცნების მხრიდან სად ცალია ოლიმპიადისთვის წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ ლადოს
??
აქამდე რატომ არ აქვს ლიცენზია?! ან სხვა არავინაა რომ შეეძლოს ამ ლიცეზიის აღება?! და მერე, ლიცენზიების გადაცვლაც ხომ ხდება?!
ცოტა მეტი განმარტება რომ გააკეთოთ ხოლმე, ვერა?
აუ ეს რა ცუდი პონტია ტოო, ჩვენი ოლიმპიელები ავცრათ სასწრაფოდ ღმერთმა დაიფაროს და იქ არ დაემართოს ვინმეს
მართლა გაა...კა ამ კორონამ საქმე რა.უმაგრესი სპორტსმენი გამოგვაკლდა.ძაან გულდასაწყვეტია.მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
აუუ ამ კორონამ ხო ბოლო მოგვიღო ყველანაირად რაა ამის დედააც @@