ფეხბურთი

18:32 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივი" თელავში მარცხს გადაურჩა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტური „თელავისა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ მატჩით გაიხსნა. ორივე გუნდს წარუმატებელი სერია ჰქონდა და ამდენად, 3 ქულის მოპოვება ძალზე მნიშვნელოვანი იყო.

„თელავში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბესიკ აბულაძეს დებიუტი ჰქონდა, ხოლო „ლოკოს“ დისკვალიფიკაციის გამო გიორგი ჭიაბრიშვილი დააკლდა. შეხვედრა დიდებულად დაიწყო და გუნდებმა საწყის 15 წუთში გოლები გაცვალეს. ულად-ომარ იმრანის გოლით თბილისელები სწრაფად დაწინაურდნენ, მაგრამ მიხეილ ბაშალეიშვილმა 10 წუთში წონასწორობა აღადგინა. 33-ე წუთზე კი ილია ბერიაშვილმაც გაიტანა და კახელებმა ტაიმი მოიგეს.

„ლოკომოტივმა“ წონასწორობა ნიკა სანდოხაძის თავურით მეორე ტაიმში აღადგინა და მერე გურამ კაშიას გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ გამოცდილი მცველის დარტყმა ხარიხას მოხვდა და საბოლოოდ ფრე 2:2. „თელავმა“ 4-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და 7 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო „ლოკომოტივს“ სამი ტურია არ მოუგია, მაგრამ ორმატჩიანი წაგებების სერია დაასრულა - 15 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

„თელავი“ – „ლოკომოტივი“ 2:2 (2:1)

გოლები: 0:1 იმრანი (6), 1:1 ბაშალეიშვილი (15), 2:1 ბერიაშვილი (33), 2:2 სანდოხაძე (72)

0.120334