თამაშგარე

13:25 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ, ჯორჯინა და მეწველი ძროხა

დიდი ხნის წინ, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ ჯერ კიდევ ალექს ფერგიუსონის დამოძღვრილ “მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოდიოდა, პორტუგალიელს ჟურნალისტმა ჰკითხა, ჰქონია თუ არა სექსი ქალიშვილთან. რონალდუმ კი დაიმორცხვა და უპასუხა, რომ ქალიშვილთან კი არა, კაციშვილთან არ ჰქონია სექსი...

ახლა კრიშტიანუ მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს მოკიდებული კაცია, მაინც ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და სექსუალურად მხნე კაცად ითვლება, რის გამოც, რომელ კლუბში და რომელ ქალაქშიც კი არ უნდა წავიდეს საბურთაოდ, უკან მუდამ მასზე გულშევარდნილ ლამაზმანთა მთელი კოჰორტა დაჰყვება.

კრიშტიანუს ამჟამინდელი სატრფო, რომელიც რეალურად მისი ცოლია (მოდელი ჯორჯინა როდრიგესი), არ მალავს, რომ დიდი ეჭვის ბუდე ვინმეა და რონალდუს შეძლებისდაგვარად აკონტროლებს კიდეც. თან იმასაც ამბობს, რომ მას ღალატს ვერავინ გამოაპარებს, რადგან კარგმა დიასახლისმა მუდამ ყველაზე უკეთ იცის მისი “ძროხა“ რამდენს უნდა “იწველებოდეს“...

0.142941