ფეხბურთი

12:27 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ვარიანტი კვარაცხელიასთვის - „ლიდსი“

ხვიჩა კვარაცხელიას მსურველთა ჯარს კიდევ ერთი დაემატა. Football Fancast წერს, რომ ინგლისური „ლიდსის“ სპორტული დირექტორი, ვიკტორ ორტა, უკვე ესაუბრა ქართველის აგენტს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სავარაუდო ტრანსფერის შესახებ. თუმცა, მისთვის დიდ ბრიტანეთში სამუშაო უფლების მიღება, ალბათ გაძნელდება.

ბოლო დროს ხვიჩას სახელს ბევრი სახელიანი კლუბი დაუკავშირეს, მათ შორის: „იუვენტუსი,“ „მილანი,“ „ნაპოლი,“ „ბაიერნი,“ დორტმუნდის „ბორუსია“ და „აიაქსი.“

თუმცა, ყაზანის „რუბინის“ გენერალური დირექტორი, რუსტემ საიმანოვი, ამბობს, რომ მათთვის ოფიციალურად ქართველის თაობაზე ჯერ არავის მიუმართავს.

0.11796