ყაზანის „რუბინის“ გენერალური დირექტორი, რუსტემ საიმანოვი, ჟურნალისტებს ხვიჩა კვარაცხელიას „იუვენტუსში“ 20 მილიონ ევროდ სავარაუდო გადასვლის შესახებ ესაუბრა.
„რუბინს“ ჯერ არცერთი კლუბისგან მიუღია ოფიციალური წინადადება კვარაცხელიას თაობაზე, „იუვენტუსის“ ჩათვლით“ - ციტირებს საიმანოვის სიტყვებს Metaratings.
წინა დღეებში მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს ტურინული კლუბი ქართველ ნახევარმცველში ამ თანხას ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შემთხვევაში გადაიხდიდა.
მიმდინარე სეზონში კვარაცელიამ რუსეთის პრემიერლიგის 23 მატჩში 4 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასით გამოირჩა.