ფეხბურთი

21:00 | 26.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონმა მეკარეების აკადემია გახსნა

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა მეკარეების აკადემია გახსნა, რომელშიც მომავალი თაობა აღიზრდება.

„ბუფონის საფეხბურთო აკადემია მიესალმება8-დან 16-წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს, რომელთაც სურთ გაიღრმავონ მეკარეობის ცოდნა და ოცნებობენ საფეხბურთო კარიერაზე“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონი 43 წლისაა და საფეხბურთო კარიერას ჯერ კიდევ არ ასრულებს. მას იტალიის ნაკრებში 176 თამაში აქვს ჩატარებული, „პარმაში“ 220, „იუვენტუსში“ 683 და პსჟ-ში - 25.

ჯიჯიმ 10-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, 7-ჯერ იტალიის სუპერთასი, 5-ჯერ იტალიის თასი, თითოჯერ კი საფრანგეთის ჩემპიონატი, სუპერთასი, უეფას თასი და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

0.116452