ფეხბურთი

17:53 | 26.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლუბები, რომლებიც სუპერლიგაში ითამაშებენ, სერია A-ში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

„იუვენტუსი“, „მილანი“ და „ინტერი“ სერია A-ს მიღმა დარჩებიან თუ სუპერლიგაში ითამაშებენ. იტალიაში უკვე მიიღწეს ზომები, რათა ევროპის სუპერლიგა თავიდან აირიდონ და ნებისმიერი გუნდი, რომელიც სუპერლიგაში ითამაშებს, სერია A-ში თამაშს ვეღარ მოახერხებს.

ამის შესახებ განცხადება იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ გააკეთა და ხაზგასმით თქვა, რომ გუნდებმა არჩევანი უნდა გააკეთონ.

„ვისაც უნდა, რომ მონაწილეობა მიღოს ტურნირში, რომელიც არ არის ავტორიზებული FIGC-ის, UEFA-სა და FIFA-ს მიერ, დაკარგავს ჩვენი წევრობის უფლებას. ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია ვინ დარჩა სუპერლიგაში და ვინ დატოვა, მაგრამ თუ ვინმე შეუერთდება კერძო ხასიათის ტურნირს, ისინი სერია A-ს მიღმა დარჩებიან“, - თქვა გრავინამ.

შეგახსენებთ, სუპერლიგა 18 აპრილს 12-მა კლუბმა (მათ შორის იყვნენ "იუვენტუსი", "მილანი" და "ინტერი") დაარსა, მაგრამ დღემდე მას მხარდაჭერას ღიად სამი გუნდი უცხადებს - „ბარსელონა“, „რეალი“ და ერთი იტალიური გუნდი - „იუვენტუსი“. ხსენებულ სამივე კლუბს უეფა ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაციითაც ემუქრება, თუმცა, ფლორენტინო პერესი, ჟოან ლაპორტა და ანდრეა ანიელი სუპერლიგის ღია მხარდაჭერას აგრძელებენ.

0.124121