კიევის „დინამო“ უკრაინის ჩემპიონი გახდა - ისტორიაში მე-16-ედ და 2016 წლის შემდეგ პირველად. დედაქალაქურმა გუნდმა „ინჰულეცი“ საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურა, ხოლო მისი კონკურენტი „შახტარი“ „ოლექსანდრიასთან“ 0:2 დამარცხდა.
შედეგად, კიეველებმა დონეცკელებს სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 13 ქულით გაასწრეს და ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვეს. ამრიგად, მირჩა ლუჩესკუმ პირველივე სეზონში გააჩემპიონა გუნდი, არადა, რუმინელი სპეციალისტის „დინამოში“ დანიშვნას ფანების დიდი პროტესტი მოჰყვა მისი წარსულის გამო - ის წლების განმავლობაში „შახტარში“ მუშაობდა და დონბასელთა ლეგენდაა.
ვთქვათ ისიც, რომ „ინჰულეცის“ რიგებში ნიკა სიჭინავამ ბოლო 15 წუთი ითამაშა, ხოლო „შახტარის“ შემადგენლობაში „ოლექსანდრიასთან“ დავით ხოჭოლავა მოედანზე შეუცვლელად იყო.