ჭიდაობა

21:55 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთ ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 72 კგ წონით კატეგორიში შმაგი ბოლქვაძემ შესანიშნავად იასპარეზა და გუშინ კარგად დაწყებული საქმე დღეს დააგვირგვინა.

შმაგის მეტოქე ფინალში სომეხი მოჭიდავე მალხას ამოიანი იყო, რომელსაც განსაკუთრებული პრობლემების გარეშე 4:1 აჯობა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა. ბოლქვაძეს მანამდე კონტინენტის პირველობაზე ვერცხლი-ბრინჯაოც მოპოვებული ჰქონდა და მედლების კომპლექტი შეკრა.

ბოლქვაძემ (72 კგ) ფინალურ ბრძოლამდე შვედი დანიელ მატიას სოინი 4:0 და რუსი ჩინგიზ ლაბაზანოვი 2:0 დაამარცხა, შედეგად ნახევარფინალში გავიდა. შმაგიმ იქ უნგრელ რობერტ ატილა ფრიტშს 3:1 მოუგო და ამ გზის წყალობით ევროპის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის სამი მედალია - თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. ბოლქვაძემდე იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ვერცხლის, ლერი აბულაძემ (63 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.115723