კალათბურთი

1:18 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შარაბიძის 31 ქულა ორ მატჩში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა გიორგი შარაბიძემ უნგრული “კიორმენდის” მაისურით მორიგი საკონტროლო მატჩები გამართა და ახალ გუნდს ორ შეხვედრაში 31 ქულა შესძინა.

თავდაპირველად, კიორმენდელებმა “შოპრონს” მოუგეს (82:77) და ქართველი ცენტრის მონაგარი 15 ქულა გახლდათ. შარაბიძე კიდევ უფრო უკეთ გაისარჯა “კაპოშვართან” წაგებულ (65:88) მატჩში.

გიორგიმ მოედანზე 24 წუთი გაატარა და 16 ქულა, 7 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე) და 5 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 12-დან 7 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“კიორმენდს” უნგრეთის ჩემპიონატის პირველი მატჩი 11 ოქტომბერს ელის, როდესაც კეჩკემეტში “დუნა აშფალტს” ესტუმრება.

0.110421