კალათბურთი

10:58 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის შესანიშნავმა თამაშმა "ტენერიფე" ვერ გადაარჩინა

ესპანეთის ლიგა ენდესას 33-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „ჟუვენტუტ ბადალონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 85:90 დამარცხდა. სტუმრებმა მეორე პერიოდი ჩააგდეს, რომელიც 9 ქულით წააგეს და საბოლოო შედეგზე ამ მონაკვეთმა დიდი გავლენა იქონია.

შერმადინი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. გიორგიმ 27:13 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 25 მოგებით და 7 წაგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 29 აპრილს, საკუთარ მოედანზე „გიპუზკოას“ დაუპირისპირდება.

0.121538