ფეხბურთი

12:07 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "თუ ყველაფერს ისე დავტოვებთ, როგორც არის, ბევრი კლუბი გაკოტრდება"
"რეალი", "ბარსელონა" და 'იუვენტუსი" შეიძლება ჩემპიონთა ლგიდან მოვხსნათ"

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს შეეხო და იმ კრიტიკას უპასუხა, რომელიც ბოლო პერიოდში მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მხრიდან ისმის. მისი განცხადებით, თუ სხვებს უკეთესი იდეა აქვთ ფეხბურთის ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად, მზად არის მოუსმინოს.

„ზოგიერთი მწვრთნელი და ფეხბურთელი ამბობს, რომ ძალიან ბევრი მატჩი იქნება. ყოველთვის შესაძლებელია მატჩების შემცირება, მაგრამ მაშინ მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ხელფასები უნდა შეიცვალოს. წავიკითხე და ზოგი ამბობს: „მეტი მატჩები არ გვინდა“. ეს ნამდვილად კარგად მესმის. თუ ჩემპიონთა ლიგა მოქმედი ფორმატით დარჩება, ის მაინც საუკეთესო ტურნირი იქნება მსოფლიოში.

ჩვენი რეფორმებია იმის გამო ხდება, რომ კლუბებს დახმარება სჭირდებათ ფინანსური კრიზისის დასაძლევად. შეგვიძლია ისე გავაგრძელოთ, როგორც ახლა, მაგრამ ზოგიერთი კლუბი გაკოტრდება. ვინ იზარალებს ამით? ფანები.

მიუხედავად იმისა, რომ მესმის ზოგიერთი ადამიანის, მათ საპასუხოდ ვეკითხები: რა არის გამოსავალი? ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი რეფორმები ყველას სარგებელს მოუტანს. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვთქვით, რომ შესაძლებელია კორექტივების შეტანა, თუ ხალხს უკეთესი იდეების აქვს იმის შესახებ, როგორ უნდა დავიცვათ ფეხბურთის მომავალი. მზად ვარ, მოვისმინო“, - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, 2024-2025 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების რაოდენობა 36-მდე გაიზრდება და ჯგუფური ეტაპიც გაუქმდება, გუნდებს კი უფრო მეტი თამაშის ჩატარება მოუწევთ, ვიდრე ახლა ატარებენ.

სლოვენილი სუპერლიგის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში ევროთასებიდან შესაძლოა მადრიდის „რეალი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ მოკვეთონ:

„მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ უკიდურეს სასჯელებს მიიღებენ. ისინი სუპერლიგის წევრები ისევ არიან, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ სუპერლიგის არსებობა. ესენი არიან გუნდები, რომელთაც ყველაზე მეტად ემუქრებათ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონიდან დისკვალიფიკაცია“, - დასძინა მან.

0.11445