ფეხბურთი

1:09 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

უიღბლო „ლივერპული“

არ უმართლებს წლეულს „ლივერულს.“ ვერაფრით მოვიდა გონს და ადრინდელივით ჰაერზე ფანტავს ქულებს, ვან დეიკის ტრავმა გასაგებია, მაგრამ თუ მართლა ასეა გუნდი ერთ კაცზე დამოკიდებული...

გაიხსენეთ, წინა, ტრიუმფალურ და ფანტასტიკურ სეზონში, ბევრი თამაში შემთხვევითი გოლებით და იღბლის წყალობით მოიგეს.

ახლა ყველაფერი პირიქითაა, სასწაულად უიღბლო სეზონი აქვთ, მართლა მოსაგებებსაც ვეღარ იგებენ. წინა ტურში იყო და, „ლიდსთან“ სამი წუთი რჩებოდა და საპასუხო გაუშვეს. ახლა ხომ საერთოდ, მეექვსე დამატებულ წუთზე ვერ ივარგეს.

არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო. უკვე მე-3 წუთზე სალაჰმა ეფექტურად დაარტყა და ანგარიში გახსნა. მერსისაიდელებს შემდეგაც არა-ერთხელ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ერთი რომ, მეტოქთა მეკარე დუბრავკა თამაშობდა შესანიშნავად, მეორეც - თავად სცოდავდნენ სიზუსტეში. ამისათვის დაისაჯნენ კიდეც, მეექვსე დამატებულ წუთზე შეცვლაზე შესულმა უილოკმა გაათანაბრა და „წითლებს“ ფაქტობრივად, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი მოუსპო.

ძალიამ საინტერესო შეხვედრა გაიმართა „ლონდონ სთედიუმზე,“ სადაც „ვესტ ჰემმა“ „ჩელსის“ უმასპინძლა. ესენი ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის იბრძვიან და აქამდეც თანაბარი ქულებით მოსულიყვნენ. მატჩის ბედი გერმანელი ვერნერის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ტიმოს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ რიგ მომენტებში ვერ ივარგა. ახლა „ჩელსიმ“ 58 ქულა მოაგროვა, სამი ქულით დაშორდა კონკურენტს დ მეოთხე ადგილზე დარჩა.

დღის გვიან შეხვედრაში კი აუტსაიდერმა „შეფილდმა,“ ექვსმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და მაკგოლდრიკის ერთადერთი გოლით „ბრაიტონს“ მოუგო, თუმცა კვლავ ბოლო ადგილზე რჩება და წინაადგილოსან „ვესტ ბრომვიჩს“ შვიდი ქულით ჩამორჩება.

ინგლისი

პრემიერლიგა. 33-ე ტური. 24 აპრილი

ლივერპული - ნიუკასლი 1:1

ლივერპული. „ენფილდი“

1:0 სალაჰი (3), 1:1 უოლსონი (90+6)

ლივერპული: ალისონი, ალექსადერ-არნოლდი, ფაბინიო, ქაბაქი, რობერტსონი, ვეინალდუმი, ალკანტარა (ჯონსი 77), მანე , სალაჰი, ჟოტა (მილნერი 58), ფირმინო

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ნიუკასლი: დუბრავკა, კლარკი (უილოკი 60), დამეტი, რიჩი, ფერნანდესი, მერფი, შელვი, ალმირონი (გეილი 85), ლონგსტაფი, ჟოელინტონი (უილსონი 60), სენ-მაქსიმენი

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: ქაბაქი (9), ფაბინიო (89); ფერნანდესი (16)

ვესტ ჰემი - ჩელსი 0:1

ლონდონი. „ლონდონ სთედიუმი“

0:1 ვერნერი (43)

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, ბალბუენა, ოგბონა, დიოპი, ცოუფალი, ნოუბლი (ლანსინი 69), ფრდერიკსი (ჯონსონი 83), სოუჩეკი, ლინგარდი, ფორნალსი (ბენრაჰმა 69), ბოუენი

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ჩელსი: მენდი, რიუდიგერი, კრისტენსენი, ტიაგუ სილვა, ჟორჟინიო, კანტე, ჩილუელი, ასპილიკუეტა (ჯეიმსი 86), პულიშიჩი (ზიეში 74), ვერნერი (აბრაჰამი 87), მაუნტი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: კრის კავანა

გაფთხილება: ვერნერი (35), კრისტენსენი (42), მენდი (90+4), კანტე (90+4)

გაძევება: ბალბუენა (81)

შეფილდი - ბრაიტონი 1:0

1:0 მაკგოლდრიკი (19)

0.138681