ფრანგული ლიგა 1-ის 34-ე ტურში, „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „მეცს 1:3 მოუგო.
მე-4 წუთზე ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა. შესვენების შედეგ, 46-ზე, მასპინძელთა მცველმა, ფაბიენ სანტოზმა გაათანაბრა. თუმცა 59-ე წუთზე მბაპემ დუბლი გაიფორმა და პარიზელები ისევ წინ გაიყვანა. საბოლოო ანგარიში კი მაურო იკარდიმ დააფიქსირა, არგენტინელმა პენალტი ზუსტად დაარტყა.
მბაპეს შინაურ ჩემპიონატში 29 მატჩში 25 გოლი მოუგროვდა. პსჟ-ს ახლა ლიგა 1-ის ცხრილში 72 ქულით პირვლი ადგილი უჭირავს. თუმცა, მეორე ადგილზე მყოფ „ლილს“ 70 ქულა მოუგროვდა და ერთი თამაშით ნაკლები აქვს.