მოსკოვის ცსკა ევროლიგის ოთხთა ფინალთან ერთ ნაბიჯშია. რუსულმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრაში სტამბოლის „ფენერბახჩე“ ისევ დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც მოსკოველებმა 18:12, ხოლო მთლიანობაში თამაში 78:67 მოიგეს.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 32:36 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 11 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. როგორც ხედავთ, ჩვენებურს ჩინებული მატჩი ჰქონდა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა.
შენგელიას MVP-ს სტატუსი თანაგუნდელმადანიელ ჰაკეტმა წაართვა, რომელმაც 14 ქულა, 4 მოხსნა და 9 პასი მიითვალა, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო მაღალი გამოდგა - 26.
ცსკა სერიაში 2:0 დაწინაურდა და მესამე მატჩი 25 აპრილს, სტამბოლში გაიმართება.