სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:27 | 23.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბანკი, რომელსაც სუპერლიგა უნდა დაეფინანსებინა: "სიტუაცია აშკარად არასწორად შევაფასეთ"

ბანკმა JP Morgan-მა, რომელიც სუპერლიგის მთავარი დამფინანსებელი იყო, პროექტზე უარი თქვა. ოფიციალურ გამოქვეყნებულ განცხადებაში ირკვევა, რომ ისინი მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობენ.

„ჩვენ აშკარად არასწორად შევაფასეთ ის გავლენა, რაც ამ შეთანხმებას შეიძლებოდა ჰქონოდა საფეხბურთო საზოგადოებაზე და რაც შეიძლება მომავალში მოახდინოს. ამ გაკვეთილისგან ვისწავლით“, - ნათქვამია განცხადებაში.

JP Morgan-ი მზად იყო ტურნირის დასაფინანსებლად 3.5 მილიარდი ევროს სესხი გამოეყო და ტურნირის დამფუძნებელი 12 კლუბისთვის გადაეცა.

თუმცა, მოგეხსენებათ, პროექტი ჩავარდა, რადგან ინგლისურმა კლუბებმა ის ზუსტად 48 საათში დატოვეს და ამ დროისთვის სუპერლიგის იდეა შეჩერებულია.

თეგებისუპერლიგა
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.063588