ფეხბურთი

15:36 | 23.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ გიორბელიძე ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვოლფსბერგერის“ მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე ავსტრიის ბუნდესლიგის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

ქართველი მცველი 26-ტურის საუკეთესო თერთმეტეულში გრაცის „შტურმთან“ ნაჩვენები კარგი თამაშის გამო შეიყვანეს. გურამი აღნიშნულ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. სტატისტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მ კი მისი თამაში 7.2 ქულით შეაფასა, რაც მის პოზიციაზე საუკეთესო შედეგი იყო.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველი ავსტრიულ გუნდში მიმდინარე სეზონში გადავიდა და ავსტრიის ბუნდესლიგაში 10, ხოლო ყველა ტურნირზე 15 შეხვედრა ჩაატარა. „ვოლფსბერგერი“ სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

0.112254