სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:04 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" განცხადება: "სუპერლიგაზე უარის თქმა ისტორიული შეცდომა იქნებოდა"

კატალონიის „ბარსელონა“ სუპერლიგის პროექტს მხარს უჭერს. „ბლაუგრანას“ ვებგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ დირექტორთა საბჭო სუპერლიგის შექმნის იდეას ისევ ემხრობა და მასზე უარის თქმა ისტორიული შეცდომა იქნებოდა.

„ბარსელონა“ იზიარებს ევროპული საფეხბურთო კლუბების უმეტესობის მიერ ჩატარებულ ანალიზს, რომ დღევანდელ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში, საჭიროა განხორციელდეს სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიოს ფინანსური მდგრადობისა და სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფას, გულშემატკივრებისთვის გაუმჯობესებული ფეხბურთის შეთავაზებით, რაც არის მთავარი საყრდენი და ძალა.

ამ კონტექსტში „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭომ სასწრაფოდ მიიღო მონაწილეობა სუპერლიგის დამფუძნებელ კლუბში, ტურნირში, რომლის წინაპირობაა ფეხბურთისთვის უკეთესი სანახაობის შექმნა და მიმზიდველობის გაუმჯობესება. გადაწყვეტილება მივიღეთ იმ რწმენით, რომ უარის თქმა ისტორიული შეცდომა იქნებოდა. ვადასტურებთ, რომ ჩვენ სუპერლიგაში ვრჩებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ განცხადებაზე ჟოან ლაპორტამ ესპანურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სუპერლიგა ფეხბურთისთვის აუცილებლობაა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117301