ფეხბურთი

21:28 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "სუპერლიგა 12-მა კლუბმა შექმნა და არა მხოლოდ ანიელიმ"

მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ Tuttosport-თან ანდრეა ანიელის შესახებ ისაუბრა. „იუვენტუსის“ პრეზიდენტსა და უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია და გერმანელმა არ იცის, თუ მოახერხებენ ისინი შერიგებას.

„არ ვიცი შესაძლებელია თუ არა ჩეფერინსა და ანიელის შორის მშვიდობის დასადგურება, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ სუპერლიგა 12-მა კლუბმა შექმნა და არა ანიელიმ. მასთან მე არ მისაუბრია. ახლა საუკეთესო დრო არ არის მასთან დასარეკად. აუცილებელი არ არის ერთმანეთს რაღაცა სწრაფად ვუთხარით, ემოციურ ფონზე. ყველაფერი უნდა დაწყნარდეს და შემდეგ ანდრეას ვკითხავ იმ მიზეზს, რის გამოც ასე მოიქცა. მე არაფერს გამოვრიცხავ“, - თქვა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა ანიელი და კარლ-ჰაინც რუმენიგე ერთად ევროპული კლუბების ასოციაციაში (ECA) მუშაობდნენ.

0.119586