საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში გრძელდება. 21 აპრილს შეჯიბრებების მესამე ეტაპი ჩატარდა.
რბოლებს პორტუგალიის პორტიმაუს ვირტუალური ავტოდრომი მასპინძლობდა. საერთო ჯამში 25-მდე გამოცდილმა სიმ რეისერმა 1 საკვალიფიკაციო და 2 სარბოლო გარბენი შეასრულა. სიმ რეისერები თითო რბოლაზე 13 წრეს ასრულებდნენ.
საბოლოოდ წინასწარი შედეგებით არჩილ ციმაკურიძემ ლიდერობის შანსი არავის მისცა და ორივე რბოლაში დამაჯერებლად გაიმარჯვა.
პირველი რბოლის წინასწარი შედეგები:
1 ადგილი - არჩილ ციმაკურიძე
2 ადგილი - გიორგი დათუაშვილი
3 ადგილი - სანდრო თავართქილაძე
მეორე რბოლის წინასწარი შედეგები:
1 ადგილი - არჩილ ციმაკურიძე
2 ადგილი - დავით არჯევანიძე
3 ადგილი - ნიკა კობოსნიძე
რბოლებს პირდაპირ ეთერში ჩემპიონატის დამფუძნებელი ბექა ჯიქია და ლევან მიმინოშვილი კომენტირებდნენ. ასევე, რბოლის დასრულების შემდეგ სპეციალურად მაყურებლისთვის პოდიუმის წევრი სიმ რეისერები მცირე ინტერივუს სახით ერთვებოდნენ .
ორი თვის განმავლობაში სხვადსხვა ცნობილ სიმულირებულ ავტოდრომებზე კიდევ 3 ეტაპი ჩატარდება, რომლებსაც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით - კომპანია სიმულექს რეისინგი გაუწევს ორგანიზებას.
ვირტუალური რბოლები საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო საავტომობილო თამაშების ნაწილია და ის 2019 წლიდან ტარდება. მსგავსი ღონისძიებები სხვადსხვა დისციპლინებში ტარდება და განსაკუთრებით ჩართულობა პანდეემიის პირობებში გაეზარდა.