ჩოგბურთი

0:52 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ჩოგბურთელებმა ყაზახურ ტურნირში პირველი მატჩები ჩაატარეს

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ.

იგი პირველ წრეში უკრაინელ გლებ ალეკსეენკოს დაუპირისპირდა და 6:3, 7:5 დაამარცხა, მერვედფინალში კი გერმანელ ტიმონ რეიხელტს და მე-7 ნომრად განთესილ უკრაინელ ვლადისლავ მანაფოვს შორის უმჯობესს ეთამაშება.

საკუთარ მატჩს დღეს გამართავს ალექსანდრე მეტრეველი. მისი მეტოქე მე-2 რეიტინგის მქონე ინდოელი ჯეევან ნედუნჩეჟიანი იქნება.

წყვილებში მეტრეველმა და ბულგარელმა ალექსანდერ ლაზოვმა “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახებს – ჩემბოტაიევს და პეტროვს 6:0, 6:1 სძლიეს და მეოთხედფინალში მე-2 ნომრად განთესილ ყაზახებს – ხაბობულინს და იევსეევს გაეჯიბრებიან.

თავის მხრივ, მე-4 რეიტინგით მოასპარეზე გერმანელებს – ხსენებულ რეიხელტს და შუტს გაეჯიბრებიან ცივაძე და რუსი ალექსანდერ იარკოვი.

შეგახსენებთ, რომ შიმკენტშივე ქალთა 10-ათასიან ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი სოფო ქვაცაბაია. ის საწყის რაუნდში ყაზახ არინა ტალუენკოსთან მოსინჯავს ძალებს.

0.119507