ესპანური პრიმერას 32-ე ტურის მატჩში, „რეალმა“ სტუმრად „კადისს“ 0:3 მოუგო. მადრიდელთა კაპიტანმა, კარიმ ბენზემამ დუბლი მიითვალა და ერთიც ოდრიოსოლას გაატანინა. ეს საგოლე პასი მისთვის 88-ე გამოდგა ესპანეთის ჩემპიონატში.
ასე რომ, ამ მაჩვენებლით მან რეალისვე ყოფილ მთავარვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს გადაუსწრო (პორტუგალიელს 87 ასისტი აქვს) და 21-ე საუკუნეში მადრიდელთა საუკეთესო ასისტენტი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ბენზემა „რეალში“ 2009 წლიდან თამაშობს.