კალათბურთი

0:43 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 100%-იანი შედეგი შეტევაში და მაკფადენის 7 სამქულიანი ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 36-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ბილბაოს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 86:67 დაამარცხა. კანარიელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვება არ გასჭირვებიათ.

ქართველი ცენტრი ამჯერად საუკეთესო არ ყოფილა. შერმადინმა 16:17 წუთში 12 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ შეტევაში უშეცდომოდ ითამაშა, რადგან 4-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8 აღმოჩნდა.

„ტენერიფეში“ საუკეთესო მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც 24 ქულა და 7 პასი მიითვალა. „ლენოვო ტენერიფე“ 25 მოგებით 6 წაგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 24 აპრილს, „ჟუვენტუტთან“ სტუმრად ჩაატარებს.

ამავე ტურში ბრწყინვალე თამაში ჩაატარა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა. მისი „ბურგოსი“ შინ „სარაგოსასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 95:98 დამარცხდა, მაგრამ თადი საუკეთესო იყო.

მაკფადენმა 22:59 წუთში 27 ქულა და 1 პასი მიითვალა. მან 2-დან 1 ორქულიანი, 10-დან 7 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. „ბურგოსი“ 19 მოგებით და 12 წაგებით მეექვსე ადგილზე იმყოფება.

0.144206