ავტოსპორტი

1:44 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასის ძალური დანადგარის ნაწილის აღდგენა შეუძლებელი იქნება

„მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდის განცხადებით, იმოლაზე მომხდარი ავარიისას, ვალტერი ბოტასის მანქანის დიდი, მათ შორის ძალური დანადგარი ნაწილი დაზიანდა. და დაზიანებული მანქანის უმეტესი ნაწილი შესაცვლელია.

„მერსედესის“ სარბოლო ინჟინრების ჯგუფის შეფი ენდრიუ შოვლინი ამბობს, რომ მანქანამ ბოტასი ტრავმებისგან დაიცვა. ინციდნტისას გადატვირთვამ 30g-ს მიაღწია და ასეთ შეჯახებას, ფინელი მრბოლი ფეხებზე დაჟეჟილობით გადაურჩა. მანქანა კი საგრძნობლად დაზიანდა.

„ჩვენ მისი დიდი ნაწილი ბრიტანეთში დავაბრუნეთ. ძალურ დანადგარს ბრიქსუორტში შეამოწმებენ. ალბათ მისი ზოგიერთი ნაწილი აღარ გამოგვადგება“, - ამბობს შოვლინი. ის დასძენს, რომ აგრეგატის ნაწილებს ტესტირება ჩაუტარდება და სავარაუდოდ, ზოგი მათგანი აღარ გამოდგება. გადარჩენილი ნაწილების პორტუგალიაში გაგზავნაც შეიძლება ვერ მოესწროს.

„მერსედესის“ გაანგარიშებით, იმოლას ავარია გუნდს დაახლოებით 1 მილიონი სტერლინგი დაუჯდა. ფ1-ისთვის ეს ადრე პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ბიუჯეტის შეზღუდვის პირობებში, გუნდს სეზონის მსვლელობისას, მანქანის სრულყოფას გაურთულებს.

0.130269