ფეხბურთი

23:10 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" კვიპროსის თასის ფინალში გავიდა (+VIDEO)

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის ფინალში ითამაშებს. თემურ ქეცბაიას გუნდმა ნახევარფინალში ნიქოზიის „აპოელი“ ადვილად დაამარცხა. ფამაგუსტელებმა პირველი მატჩი შინ 1:0 მოიგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში სტუმრად უკვე 2:1 იმარჯვეს.

გიორგი ლორიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ქვილითაია მოედანზე 64-ე წუთამდე იყო, ხოლო მურთაზ დაუშვილს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. ქართველ ფეხბურთელებს საგოლე კომბინაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

„ჩემი ფეხბურთელები მილოცვას იმსახურებენ. ადვილი არ იყო, მრავალის შემდეგ შევძელით ფინალში გაქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ფინალი ადვილი იქნება, „ოლიმპიაკოსმა“ აჩვენა, რომ კარგი გუნდია, შემთხვევით არაფერი ხდება, ღმერთი არსებობს. ბოლო წლებში ბევრი უსამართლობა მოხდა, „აპოელთან“ ევროსაგზურისთვის ვთამაშობდით. გუნდში დარჩენა? ეს ჩემი საქმე არ არის. ზოგი ადამიანი გამოდის და ამ თემაზე უმიზეზოდ საუბრობს. შეიძლებს მწვრთნელს კარიერაში სხვა გეგმებიც ჰქონდეს. ახლა ჩვენ ფინალში ვართ, არც მე და არც „ანორთოსისი“ არ დავკარგებით. ვე ვამაყობ ამ გუნდის ისტორიით“, - თქვა ქეცბაიამ მატჩის შემდეგ.

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდა და ტიტულის მოგების საკმაოდ კარგი შესაძლებლობა აქვს.

0.119637