ავტოსპორტი

13:15 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ ბრძოლაში გრძელდება

საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში გრძელდება. 21 აპრილს შეჯიბრებების მესამე ეტაპი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 25-მდე სიმ რეისერი მიიღებს.

მესამე ეტაპს “autodromo do algarve portimao” ვირტუალური ავტოდრომი უმასპინძლებს. საერთო ჯამში მონაწილე სიმ რეისერბი 1 საკვალიფიკაციო და 2 სარბოლო გარბენს შეასრულებენ. სიმ რეისერები თითო რბოლაზე 13 წრეს გაივლიან.

განვლილი ორი ეტაპის ქულათა ჯამის მიხედვით ნიკა კობოსნიძე (97ქულა ) ლიდერობს, ხოლო მეორე და მესამე ადგილს სანდრო თავართქილაძე (84 ქულა) და გიორგი დათუაშვილი (71 ქულა) ინაწილებენ.

ორი თვის განმავლობაში სხვადსხვა ცნობილ სიმულირებულ ავტოდრომებზე კიდევ 3 ეტაპი ჩატარდება, რომლებსაც კომპანია სიმულექს რეისინგი გაუწევს ორგანიზებას, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით.

ვირტუალური რბოლები საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო საავტომობილო თამაშების ნაწილია და ის 2019 წლიდან ტარდება. მსგავსი ღონისძიებები სხვადსხვა დისციპლინებში ტარდება და განსაკუთრებით ჩართულობა პანდეემიის პირობებში გაეზარდა.

0.114375