ფეხბურთი

21:48 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუარესმა ვარჯიში განაახლა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა რეაბილიტაცია გაიარა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთამერიკელმა ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

სუარესმა კუნთის დაზიანება მიმდინარე თვის დასაწყისში მიიღო და ორი მატჩის გამოტოვება მოუწია. შემდეგი მატჩი "როხიბლანკოსს" 22 აპრილს შინ "უესკასთან" ელის, თუმცა უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ლუისი ამ მატჩში.

მიმდინარე სეზონში სუარესმა ლა ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.13015