ფეხბურთი

18:47 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020: ფეხბურთის ჯგუფური ეტაპი დაკომპლექტდა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 16 მონაწილე ნაკრებ ოთხ ჯგუფში გადანაწილდა.

განსაკუთრებით საინტერესო იქნება C ჯგუფში არგენტინა - ესპანეთისა და D ჯგუფში ბრაზილია - გერმანიის დაპირისპირება. ოთხივე ჯგუფი კი შემდეგნაირად დაკომპლექტდა.

A ჯგუფი

იაპონია, სამხრთ აფრიკა, მექსიკა, საფრანგეთი

B ჯგუფი

ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ჰონდურასი, რუმინეთი

C ჯგუფი

ეგვიპტე, ესპანეთი, არგენტინა, ავსტრალია

D ჯგუფი

ბრაზილია, გერმანია, კოტ დივუარი, საუდის არაბეთი

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 22 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. საფეხბურთო ტურნირს ექვსი ქალაქის სტადიონი უმასპინძლებს - ტოკიო, კაშიმა, საიტამა, საპორო, სენდაი და იოკოჰამა.

0.112651