ფეხბურთი

15:12 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" და "ლივერპულმა" ფანებს მოუბოდიშეს: "ეს არასდროს დაგვავიწყდება"

ინგლისურმა კლუბებმა ევროპის სუპერლიგა გუშინ დატოვეს. მათ შორის, ლონდონის „არსენალმა“ და „ლივერპულმა“, რომლის ხელმძღვანელობამ გუნდის გულშემატკივრებს ბოდიში ოფიციალური განცხადებებით მოუხადეს.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გულშემატკივრებმა აჩვენეს გრძნობები კლუბისა და ფეხბურთის მიმართ. ამ რეაქციამ უფრო ღრმა ანარეკლამდე მიგვიყვანა. საფეხბურთო საზოგადოების რეაქციის გათვალისწინებით, გადავწყვტეთ სუპერლიგის წინადადება უარვყოთ. შეცდომა დავუშვით და ბოდიშს გიხდით“, - ნათქვამია „არსენალის“ განცხადებაში.

ბოდიში მოიხადა „ლივერპულის“ მფლობელმა ჯონ ჰენრიმ, რომელმაც კლუბის ქომაგებს სპეციალური ვიდეოს მეშვეობით მიმართა:

„ბოდიში მინდა მოვუხადო „ლივერპულის“ ყველა გულშემატკივარს, იმ რეაქციისთვს, რომელიც ბოლო 48 საათში მივიღე. პროექტი არასდროს განიხილებოდა ჩვენი ქომაგების გარეშე. ამ 48 საათში თქვენი აზრი გასაგებია, ჩვენ მოგისმინეთ. მინდა ბოდიში მოვუხადო მწვრთნელსა და ფეხბურთელებს, ყველას. მათ ამ საკითხში არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ. ნეგატივის ამ ტალღაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვარ. ეს არის ის, რაც არასდროს დამავიწყდება. ეს აჩვენებს ძალას, რომელიც ფანებს აქვთ“, - თქვა ჰენრიმ.

0.116447