ფეხბურთი

15:38 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"უნდა გაიუმჯობესო უნარები და თამაშზე ფოკუსირება შეძლო" - ფიგუს პასუხი კვარაცხელიას (+VIDEO)

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელების შეკითხვებს უპასუხა და მათ შორის მოხვდა ყაზანის „რუბინისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.

ახალგაზრდა შემტევმა პორტუგალიელ ლეგენდას კითხვა ქართულად დაუსვა:

„ლუიშ ფიგუ, შენ ხარ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც „ბარსელონადან“ მადრიდის „რეალში“ გადავიდა. მინდა გკითხო, როგორ გაუძელი გულშემატკივრების შეტევას?“

"ვფიქრობ, რომ ზეწოლაზე ყველა ადამიანი თავისებურად რეაგირებს. ჩემს შემთხვევაში ეს ფაქტორი ყოველთვის მაიძულებდა ფორმაში ვყოფილიყავი. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარია იმ საქმეზე მოახდინო კონცენტრირება და მობილიზება, რომელსაც ყოველდღიურად ასრულებ. უნდა გაიუმჯობესო უნარები და თამაშზე ფოკუსირება შეძლო. ეცადო პრესის, გარეშე ფაქტორებისა და ფანებისგან მომდინარე მოვლენების არიდება მოახდინო. ეს არის ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება გააკეთო“, - უპასუხა ფიგუმ კვარაცხელიას.

შეგახსენებთ, რომ ლუიშ ფიგუმ საფეხბურთო კარიერა „სპორტინგში“ დაიწყო, სადაც 6 წელი ითამაშა, შემდეგ კი 1995 წელს „ბარსელონაში“ გადავიდა. კატალონიურ გრანდში 5-წლიანი კარიერის შემდგომ კი პორტუგალიელმა მადრიდის „რეალში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც მან ასევე 5 წელი დაჰყო. მისი ბოლო კლუბი კი იტალიური „ინტერი იყოს, სადაც 2005-2009 წლებში 105 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლის გატანა მოახერხა.

0.120535