ფეხბურთი

1:50 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

33 წლის შემდეგ "შალკე" ბუნდესლიგიდან გავარდა

გელზენკირხენის „შალკე“ გერმანიის ბუნდესლიგიდან გავარდა. 30-ე ტურში „ხუმარები“ ბილეფელდში „არმინიას“ ესტუმრნენ და მორიგი მარცხი განიცადეს - 0:1.

ამრიგად, „შალკე“ სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე უმაღლესი დივიზიონიდან ოფიციალურად დაქვეითდა. „ხუმარებს“ 13 ქულა აქვთ, ხოლო სამშვიდობო ზონაში, მე-17 ადგილზე მყოფ „კიოლნს“ 26, რაც იმას ნიშნავს, რომ „თხების“ გადასწრება მათთვის შეუძლებელია.

აქვე გეტყვით, რომ „შალკე“ გერმანიის ბუნდესლიგიდან 33 წლის შემდეგ პირველად გავარდა.

0.116111