ფეხბურთი

0:51 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" ფეხბურთელების განცხადება: "ჩვენ სუპერლიგა არ გვინდა"

ინგლისური „ლივერპულის“ კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და თავის კლუბს სუპერლიგის დატოვებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ არ მოგვწონს ამ ტურნირის იდეა და არ გვინდა ეს მოხდეს. ეს არის ჩვენი კოლექტიური პოზიცია. ჩვენი ვალდებულება „ლივერპულის“ საფეხბურთო კლუბისა და მისი გულშემატკივრების მიმართ აბსოლუტურად უპირობოა“, - წერს ჰენდერსონი.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე სტატუსი ტვიტერში „ლივერპულის“ სხვა ფეხბურთელებმა, ვირჯილ ვან დეიკმა, ენდრიუ რობერტსონმა და ჯეიმს მილნერმაც გაავრცელეს.

ევროპის სუპერლიგა დაშლის პირასაა და ტურნირი უკვე დატოვა „მანჩესტერ სიტიმ“/ სავარაუდოდ, მას სხვა ინგლისური გუნდებიც შეუერთდებიან.

0.125222