ჭიდაობა

21:52 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კენჭაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა, რომელიც ნიკა კენჭაძის ანგარიშზეა. მან ბრინჯაოს მედლის დაუფლება მოახერხა.

79 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა ნიკა კენჭაძემ გუშინ დაიწყო და ნახევარფინალამდე უკრაინელი ვალენტინ ბაბი (10:5) და რუსი მალიკ შავაევი (4:3) დაამარცხა, ნახევარფინალში კი სლოვაკ ახსარბეკ გულაევთან 4:5 დამარცხდა და დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა. ნიკამ სომეხი არმან ავაღიანი 47 წამში აშკარა უპირატესობით 10:0 დაამარცხა და საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოუტანა.

დღესვე 97 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ელიზბარ ოდიკაძე იჭიდავებს, ხოლო ხვალ ფინალში სანდრო ამინაშვილი (86 კგ) გამოვა, ბრინჯაოს მედლისთვის კი ბექა ლომთაძე (61 კგ) იბრძოლებს.

0.113118