ინგლისურმა „ვულვზმა“ თავი ინგლისის ჩემპიონად გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ეს ირონიული ნაბიჯია, მაგრამ „მგლების“ ტვიტერის გვერდის აღწერაში წერია:
„პრემიერლიგის 2018-2019 წლების სეზონის ჩემპიონი“, - წერა ინგლისელთა სოციალურ ქსელში.
საქმე ისაა, რომ იმ სეზონში „ვულვზი“ პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილზე გავიდა და „მანჩესტერ სიტის“, „ლივერპულს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ჩელსის“, „ტოტენჰემსა“ და „არსენალს“ ჩამორჩა - კლუბებს, რომლებიც სუპერლიგაში მიიღებენ მონაწილეობას.
ამიტომაც, „ვულვზში“ გადაწყვიტეს ტვიტერში თავი პრემიერლიგის ჩემპიონებად გამოეცხადებინათ და პროტესტი ამგვარი ფორმით გამოხატეს.