უეფას პრეზიდენტმა, ალეკსანდერ ჩეფერინმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სუპერლიგაში მოთამაშე კლუბების ფეხბურთელები მონაწილეობას ვერ მიიღებენ ფიფასა და უეფას ეგიდით გამართულ სანაკრებო მატჩებში.
„ფეხბურთი მსოფლიოს ყველაზე დიდებულ სპორტულ სანახაობად გადაიქცა, რომელიც სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და სპორტული მაჩვენებლების ღირებულებებზეა დაფუძნებული. არავის არასოდეს მივცემთ მისი შეცვლის უფლებას. მოვუწოდებთ მილიონობით გულშემატკივარს, მედიას, პოლიტიკოსებს, დაგვიდგნენ გვედრში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სუპერლიგის ეს პროექტი ვერ განხორციელდეს.
როგორც ვთქვით, ფეხბურთელებს, რომლებიც სუპერლიგის კლუბებში ითამაშებენ, აეკრძალებათ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე თამაში, ასევე ნებისმიერ სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა.“ - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.