ფეხბურთი

15:21 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემმა“ დაასახელა მწვრთნელი, ვინც გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს

„ტოტენჰემის“ დროებით მწვრთნელად, გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, რაიან მეისონი დაინიშნა - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

მას კრის პაუელი, ნაიჯელ გიბსი და ლედლი კინგი დაეხმარებიან.

„ჩვენ გვჯერა გუნდის დღევანდელი შემადგენლობის. წინ ლიგის თასის ფინალი და პრემიერლიგის ექვსი მატჩი გველის. ახლა სრული კონცენტრაციაა საჭირო, რათა სეზონი წარმატებით ჩავამთავროთ.“ - განაცხადა „დეზების“ მფლობელმა, დანიელ ლევიმ.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, ცუდი შედეგების გამო, კლუბიდან მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიუ დაითხოვეს.

0.11538