ფეხბურთი

11:26 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგის პრეზიდენტი საფეხბურთო მატჩების დროის შემცირებას გვთავაზობს

ახლადშექმნილი სუპერლიგისა და მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ჟურნალისტებს ფეხბურთში სავარაუდო გლობალური რეფორმების შესახებ ესაუბრა.

„ყმაწვილები ფლეისთეიშენს თამაშობენ და ამბობენ, რომ საფეხბურთო მატჩები დიდ ხანს გრძელდება. ვფიქრობ, ამას რაიმე უნდა მოვუხერხოთ.

უფრო საინტერესო გავხადოთ, ან იქნებ დრო შეგვემცირებინა.“ - ციტირებს პერესის სიტყვებს ესპანური AS.

0.113839