ფეხბურთი

15:39 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი წარადგინა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის რეფორმა დაამტკიცა, რომელიც 2024 წლიდან განხორციელდება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, ტურნირის ახალ ფორმატში 32-ის ნაცვლად 36 გუნდი იასპარეზებს. ელიტარული კლუბები, რომლებიც ვერ შეძლებენ კვალიფიკაციას, ახალ ადგილებს დამატებით მიიღებენ.

რეფორმის თანახმად, ჯგუფური ეტაპი გაუქმდება და ჩემპიონთა ლიგა ერთიანი ფორმატით ჩატარდება. რვა საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში გავა, ხოლო დანარჩენილი კლუბები შესარჩევ ეტაპში ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ განახლებულ ფორმატში თითოეული გუნდი მინიმუმ 10 თამაშს ჩაატარებს, რაც შემოსავლების გაზრდას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ უეფასა და ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, რადგან 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა. ახალი ტურნირს დამფუძნებლები „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან.

სუპერლიგაში ჯამში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 15 მუდმივი ბინადარი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდის ვინაობაა ცნობილი და რვა მოგვიანებით გაირკვევა.

0.123148