ფეხბურთი

14:37 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალური გუნდები სერია A-დან "მილანის", "ინტერის" და "იუვენტუსის" მოკვეთას ითხოვენ

იტალიის სერია A-დან „იუვენტუსის“, „მილანის“ და „ინტერის“ მოკვეთას ითხოვენ. ლეგა კალჩოს ამ მოთხოვნით „კალიარიმ“, „ატალანტამ“ და „ვერონამ“ მიმართეს.

რა თქმა უნდა, ასეთი კატეგორიული მოთხოვნის მიზეზი სუპერლიგაში გაწევრიანება გახდა და იტალიური გუნდების უმეტესობა მისი მხარდამჭერი არაა, ამიტომაც, სურთ, რომ სერია A-ს სამი ყველაზე წარმატებული გუნდი ჩემპიონატიდან გააგდონ.

აღსანიშნავია, რომ „იუვე“, „მილანი“ და „ინტერი“ ჯამში 72 სუდეტოს ფლობენ და ყველაზე მეტი გულშემატკივარიც ჰყავთ. აქედან გამომდინარე, მათი სერია A-დან მოკვეთა ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ეს ტურნირს ინტერესს პრაქტიკულად დაუკარგავს.

აქვე გეტყვით, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და სერია A სუპერლიგას ემიჯნება და უეფას მხარდამჭერია. თუმცა, რა სანქციებს დააკისრებენ ტურინულ და მილანურ გრანდებს, ჯერჯერობით არავინ იცის.

0.126209