ფეხბურთი

1:38 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ესპანეთის თასის მფლობელია

სევილიაში ესპანეთის სამეფო თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ ბილბაოს „ატლეტიკი“ 4:0 გაანადგურა. კატალონიურმა კლუბმა ისტორიაში 31-ედ მოიპოვა ეს პრიზი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

საწერი და განსახილველი ბევრი არაფერია. ალბათ ეს ყველაზე იოლი მატჩი გამოდგა კატალონიელებისთვის ამ სეზონში.

მართალია, პირველ ტაიმში გოილები არ გასულა, მაგრამ ერთი ხანი მათმა ბურთის ფლობის პროცენტმა 90-ს გადააჭრბა...

მეორე ნახევარში კი ოთხი ბურთი 12 წუთის ინტერვალში გავიდა. დუბლი მიითვალა გენიალურმა მესიმ.

ესპანეთის თასის ფინალი

ბილბაო - ბარსელონა 0:4

სევილია. „ოლიმპიკო“

0:1 გრიზმანი (60), 0:2 დე იონგი (63), 0:3, 0:4 მესი (68, 72)

ბილბაო: სიმონი, დე მარკოსი, იერაი (ნუნიესი 67), მარტინესი, ბალენსიაგა, ბერენგერი (ვესგა 54), ლოპესი (ბერჩიჩე 67), დანი გარსია, მუნიაინი (ლეკე 46), უილიამსი (ვილალიბრე 67), რაულ გარსია

მწვრთნელი: მარსელინო

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი (რობერტო 74), მინგესა (ბრაითვეიტი 87) , პიკე (არაუხო 82), ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი (მორიბა 81), მესი, გრიზმანი (დემბელე 88)

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მსაჯი: ხუან მუნერა

გაფრთხილება: გარსია (39), ბერჩიჩე (90)

0.104743