„ბაიერნის“ მთავარმეგოლემ, რობერტ ლევანდოვსკიმ, 17 აპრილს ბურთით ვარჯიში დაიწყო. მან წინა დღესაც ივარჯიშა, მაგრამ მხოლოდ პასებზე და კოორდინაციაზე, დარტყმები არ შეუსრულებია - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ახლა ტრავმისშემდგომ რეაბილიტაციას გადის. ტრავმა კი გასულ მარტს მიიღო პოლონეთის ნაკრებში ყოფნისას.
მიმდინარე სეზონში 33 წლის ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირში „ბაიერნის“ შემადგენლობაში 36 მატჩი გამართა, 42 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასით გამოირჩა.