ფეხბურთი

19:31 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ტრავმირებულია. „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ პორტუგალიელს მიმდინარე კვირაში პრობლემა ჰქონდა და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა.

კრიშტიანუ 18 აპრილს, ბერგამოს „ატალანტასთან“ შეხვედრაში ვერ ითამაშებს, ხოლო პირლო იმედოვნებს, რომ მას 21 აპრილს, „პარმასთან“ მატჩში მაინც დაეყრდნობა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს ყველა ტურნირზე 37 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი, კონკრეტულად სერია A-ში კი 27 თამაშში თავი 25-ჯერ გამოიჩინა და ბომბარდირთა დავაში ლიდერია.

0.128836